I. ინფორმაცია და კომპიუტერი
კომპიუტერი არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა (ეგმ), რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შენახვის, მისი დამუშავებისა და გადაცემისათვის. კომპიუტერი ინგლისური სიტყვაა (Computer) და გამომთვლელს ნიშნავს. კომპიუტერი შეიქმნა ამერიკაში 1945 წელს და ის სამხედრო დანიშნულების ამოცანების გადაწყვეტისათვის გამოიყენებოდა. ის სავსებით არ ჰგავდა დღევანდელ კომპიუტერებს და მას ერთი უზარმაზარი ოთახი ეკავა. პერონალური კომპიუტერი, ისეთი სახით როგორსაც ჩვენ ვიცნობთ შეიქმნა 1981 წელს.
პერსონალური კომპიუტერი |
ინფორმაცია არის ყველაფერი ის რასაც ადამიანი აღიქვამს გრძნობათა ორგანოების მეშვეოვით. ინფორმაცია ლათინური სიტყვაა და ქართულად – ცნობას ნიშნავს.
პლანშეტური კომპიუტერი Samsung Galaxy Note |
კომპიუტერი ინახავს სამი სახის ინფორმაციას. ესენია:
1. ტექსრტური
2. გრაფიკული
3. აუდიო
ტექსტური ინფორმაცია შედგება ასოების, ციფრების, სასვენი ნიშნებისა და სპეციალური სიმბოლოებისაგან. ის შეგვყავს კომპიუტერში კლავიატურის დახმარებით.
გრაფიკული ინფორმაცია წარმოადგენს – ნახარებს, ნახაზებს, ფოტო სურათებს, მოძრავ სურათებს და სხვა. გეაფიკულ ინფორმაციას აღვიქვამთ მხედველობის ორგანოს საშუალებით.
აუდიო (ანუ ხმოვანი) ინფორმაცია – არის ის ინფორმაცია რასაც აღიქვამს ჩვენი სმენის ორგანოები. მუსიკა, საუბარი, და სხვადასხვა ხმოვანი ეფექტები.
ინფორმაციას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ფიზიკურ სიდიდეს გააჩნია საზომი ერთეულები. ინფორმაციის ყველაფე მცირე საზომ ერთეულს ბიტი (bit) ეწოდება. მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი მნიშვნელობა. ის შეიძლება უდრიდეს 0 ან 1–ს. ორობითი თვლის სისტემის ერთ–ერთ ციფრს.
პრაქტიკაში ასევე გამოიყენება ბაიტი (Byte) რომელიც უდრის 8 ბიტს და ერთ ტექსტურ სიმბოლოს.
რადგანაც ბიტი და ბაიტი მცირე ზომის საზომი ერთეულებია უფრო სირად გამიყებემა მათგან წარმოებული ერთეულები:
კილობაიტი (KB), მეგაბაიტი (MB), გიგაბაიტი (GB) და ტერაბაიტი (TB).
ასევე: კილობიტი (Kb), მეგაბიტი (Mb),გიგაბიტი (Gb) და თერაბიტი (Tb)
დაახლოებით: ზუსტად:
1KB = 1 000B (1024B)
1MB = 1 000 000B (1024KB)
1GB = 1 000 000 000B (1024MB)
1TB = 1 000 000 000 000B (1024GB)
პრაქტიკაში ასევე გამოიყენება ბაიტი (Byte) რომელიც უდრის 8 ბიტს და ერთ ტექსტურ სიმბოლოს.
რადგანაც ბიტი და ბაიტი მცირე ზომის საზომი ერთეულებია უფრო სირად გამიყებემა მათგან წარმოებული ერთეულები:
კილობაიტი (KB), მეგაბაიტი (MB), გიგაბაიტი (GB) და ტერაბაიტი (TB).
ასევე: კილობიტი (Kb), მეგაბიტი (Mb),გიგაბიტი (Gb) და თერაბიტი (Tb)
დაახლოებით: ზუსტად:
1KB = 1 000B (1024B)
1MB = 1 000 000B (1024KB)
1GB = 1 000 000 000B (1024MB)
1TB = 1 000 000 000 000B (1024GB)
II.კომპიუტერის ძირითადი მოსწობილობები
- სისტემური ბლოკი
- მონიტორი
- კლავიატურა
- მაუსი
- დინამიკები ან ყურსასმენები
- პრინტერი
- სკანერი
- მოდემი
- ვიდეოთვალი
- მუდმივი კვების წყარო (UPS)
- მიკროფონი
- ფლეშ-მეხსიერება
- ლაზერული დისკები და სხვა
სისტემური
ბლოკი - არის კომპიუტერის მთავარი მოწყობილობა, ყველა დანარჩენი
მოწყობილობა
მასთან
არის
მიერთებული
და
მის
მიერ
იმართება.
სწორედ
სისტემური
ბლოკი
განსაზღვრავს
კომპიუტერის
სიმძლავრეს.
• კორპუსი
(კეისი)
და
კვების
წყარო
• სისტემური
(დედა)
პლატა
• მიცროპროცესორი
• ვინჩესტერი
(მყარი
დისკი)
• ოპერატიული
მეხსიერება
• დისკის
წამკითხავი
მოწყობილობები
• ვიდეოადაპტერი
ანუ
ვიდეოკარტა
• ხმის პლატა(საუნდკარტა)
კორპუსი (CASE)
- სისტემური
ბლოკის
ყუთს,
რომელშიც
განლაგებულია
ყველა
მისი
შემადგენელი
პლატა
და
მოწყობილობა
კეისი
ანუ
კოროუსი
ეწოდება.
სისტემური
ბლოკის
კეისში
განლაგებულია
კვების
წყარო,
რომელიც
აწვდის
დენს
მასში
განლაგებულ
ყველა ფუნქციონალურ ბლოკს.
მისი შერჩევისის უნდა დავაკვირდეთ არა მარტო მის დიზაინს, არამედ მასალასაც რომლისაგან ის არის დამზადებული. კეისი შეიძლება იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური. თანამეროვე კომპიუტერების უმრავლესობას აქვს ვერტიკალური კეისი.
სისტემური/დედა პლატა (MotherBoard) – არის სისტემური ბლოკის მთავარი პლატა, რომელიც განსაზღვრავს მის პოტენციონალურ შესაძლებლობებს. ის უზრუნველყოფს კომპიუტერის ყველა მოწყობილობების ურთიერთქმედემას.
სისტემური ანუ დედა პლატა |
სისტემურ პლატაზე როგორც წესი განლაგებულია: მიკროპროცესორი,მუდმივი მეხსიერება, სისტემური ლოგიკის ელემენტები(ჩიპსეტები), შეტანა/გამოტანის ბაზური სისტემა (Basic Input/Output System BIOS), ოპერატიული მეხსიერება, გარე დამამახსოვრებელი მოწყობილობების შესაერთებელი ბუდეები, მიმდევრობითი და პარალელური პორტები, გაფართოვების სლოტები და კონტროლიორები. სისტემური პლატები არსებობს სხვადასხვა სახის: ATX, miniATX, microATX და flexAtX. კონტროლიორები სხვადასხვა პერიფერიულ მოწობილობაბთან ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა, როგორიც არის: მაუსი, მონიტორი, პრინტერი, სკანერი, დისკმმართველები და სხვა. ხოლო გაფართოების შინები, სისტემურ ბლოკში დამატებითი მოწყობილობების (პლატების) ჩაყენების საშუალებას გვაძლევს.
მიკროპროცესორი (CPU) – არის კომპიუტერის ,,ტვინი”. ის ასრულებს ყველა იმ ბრძანებას, რომელსაც ადამიანი-ოპერატორი აძლევს კომპიუტერს. პროცესორის ძირითადი მახასიათებელია მისი სისწრაფე, რომელიც იზომება ჰერცებში. ერთი ჰერცი არის ერთი შესრულებული ოპერაცია წამში. თანამედროვე კომპიუტერები ასრულებენ რამოდენიმე მილიარდ ოპერაციას წამში. Pentium IV ტიპის კომპიუტერების სისწრაფე არის 1,7-დან 3,5
მილიარდ ჰერცამდე (1,7 –
3,5G გიგაჰერცი).
1 მილიარდი ჰერცი = 1 გიგაჰერცს
დღეისათვის პროცესორების წარმოებაში ლიდერობს ორი კომპანია: Intel Corporation და Advenced Micro Devices (AMD). კომპანია Intel-ის პროცესორებიდან ბოლო მოდელებია Pentium 4, Pentium D და Celeron-ი, Dual Core, i3, i6, i7 და სხვა. ხოლო AMD კომპანიის – Athlon XP, Atlon 64, Duron და Sempron-ი. სერვერებში და მძლავრ კომპიუტერებში გამოიყენება: Pენტიუმ 4, Pevtium D, Athlon XP და Atlon 64. დანარჩენი კი უფრო იაფფასიან კომპიუტერებში.
ვინჩესტერი/მყარი დისკი (HDD) – არის კომპიუტერის ძირითადი მეხსიერება, ზუსტად მასში არის ჩაწერილი მთელი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება კომპიუტერში. ის ხასიათდება დიდი ტევადობით, განსხვავებით სხვა ტიპის მეხსიერებებისაგან.
ვინჩესტერის ტევადობა განისაზღვრება რამოდენიმე გიგაბაიტიდან – რამოდენიმე ასეულ გიგაბაიტამდე.
მყარი დისკი |
ოპერატიული მეხსიერება (RAM)
– არის მიკროსქემა. განსხვავებით ვინჩესტერისაგან მასში არსებული ინფორმაცია იშლება კომპიუტერის გამორთვის შემთხვევაში. რადგანაც ის ბევრად უფრო სწრაფია ვინჩესტერზე, კომპიუტერთან მუშაობის დროს ის პროგრამები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ ვინჩესტერიდან იტვირთება ოპერატიულ მეხსიერებაში და პროცესორი აქედან ამოიკითხავს საჭირო ინფორმაციას. ეს გარემოება აძლევს კომპიუტერს სწრაფი მუშაობის საშუალებას.
ოპერატიული მეხსიერება |
დისკმმართველები და დისკები
ვინჩესტერის გარდა ინფორმაციის შენახვა ასევე შეიძლება სხადასხვა სახის დისკებზე. ყოველი სახის დისკს გააჩნია წამკითხავი მოწყობილობა ანუ დისკდრაივერი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ამოვიკითხოთ ამ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია. დისკები ძირითადად არსებობს ორი სახის: 1. მაგნიტური და ლაზერული. 3,5 დუიმიან მაგნიტურ დისკს ეწონება – Floppy დისკი. მისი წამკითხავი მოწყობოლობა აღინიშნება A: სიმბოლოთი. ამ დისკის ტევადობა არის 1,44MB. არსებობს ასევე ლაზერული დისკები CD (Compact Disk), რომლის ტევადობა არის 700MB. და DVD (Digital Video Disk) დისკები რომელთა ტევადობა არის 4,3 გიგაბაიტი. ის აღინიშნება D: ან E: სიმბოლოთი.
ვიდეოადაპტერი
– გამოიყენება ვიდეოინფორმაციის დამუშავებისა და მისი ეკრანზე გამოტანისათვის. ის ახდენს ვიდეოსიგნალის ფორმირებას. ნებისმიერი თანამედროვე ვიდეოადაპტერი, რომელსაც გააჩნია ანალოგური გამოსასვლელი მონიტორის შესაერთებლად, გააჩნია: გრაფიკული პროცესორი (GPU), ლოკალური ვიდეომეხსიერება და მიკროსქემა RAMDAC (ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი).
• გრაფიკული პროცესორი წარმოადგენს ვიდეოადაპტერის ძირითად ნაწილს. ის ახდენს ვიდეოსიგნალის ფორმირებას, რომელიც მონიტოერზე გამოიყვანება.
• ვიდეომეხსიერება არის ვიდეოადაპტერის მეხსიერება, რომელიც გამოიყენება მონიტორზე გამოსატანი გრაფიკული ინფორმაციის დროებითი შენახვისათვის.
• მიკროსქემა RAMDAC – გამოიყენამა ციფრული სიგნალის ანალოგურ გრაფიკულ სიგნალად გარდაქმნისათვის, რომელიც მიეწოდება ელექტრონულ-სხივურ მილაკიან მონიტორებზე.
საუნდკარტა –
პრაქტიკულად ყველა თანამეროვე კომპიუტერის მეშვეობით შეგვიძლია მოვისმინოთ ან ჩავწეროთ ხმა და მუსიკალური კომპოზიციები. მოწყობილობას რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს საუნდკარტა ეწოდება(შოუნდჩარდ), ის განლაგებულია სისტემურ ბლოკში. საუდკარტა ანუ ხმის კარტა ხასიათდება შემდეგი პარამეტრებით:
• თანრიგი – დღეისათვის არსებული საუნდკარტები 8, 16 და 24 ბიტიან მუსიკასთან
მუშაობის საშუალებას გვაძლევს
• დისკრეტიცაზიის ხარისხი – ამ მაჩვენებლის სიდიდე, როგორც წესი მინიმუმ ორჯერ უნდა აღემატებოდეს აუდიოსიგნალის მაქსიმალურ სიხშირეს. თანამედროვე საუნდკარტებში ამ სიდიდის მნიშვნელობა მერყეობს 8-დან 48 კილოჰერცამდე. ხოლო ძვირადღირებულ კარტებში 192 კილოჰერცსაც კი აღწევს.
• სიგნალი / ხმაურის ფარდობა – გვიჩვენებს თუ რამდენჯერ მეტია სიგნალის ხმის დონე, საუნდკარტაში წარმოქმნილი სხვადასხვა ხმაურის დონეზე.
ქსელის პლატა – არის მოწყობილობა რომელიც ამყარებს კავშირს სხვა კომპიუტერებთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან, რომლებიც მიერთებულია ლოკალურ ანუ ადგილობრივ ქსელთან. ამ ქსელის საშუალებით ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა კომპიუტერს შორის. ქსელის კარტის ძირითადი მახასიათებელია -
მონაცემთა გადაცემის სისწრეფე. თანამედროვე ქსელის კარტებს წამში შეუძლიათ 10-დან 1000 მეგაბიტამდე ინფორმაციის მიღება/გადაგზავნა.
LG-ის თხევადკრისტალური (LCD) მონიტორი |
მონიტორი - არის გრაფიკული და ტექსტური ინფორმაციის გამოტანის მოწყობილობა. დღესისათვის მოხმარებაში არის მხოლოდ ფერადი მონიტორები, თუმცა ადრე მონიტორები იყო შავ-თეთრი. ასევე განასხვავებენ ჩვეულებრივ და ბრტყელი ეკრანის მქონე მონიტორებს. ბრტყელი ეკრანის მქონე მონიტორებია ჩვენების ხარისხით ჯობს ჩვეულებრივს, რადგანაც ნაკლებად ამახინჯებს გამოსახულებას. ასევე მონიტორები განსხვავდება ზომითაც. ყველაზე ხშირად შევხვდებით: 15,
17, 19 და 21 დუიმის დიაგონალის მქონე მონიტორებს. მაგრამ მონიტორის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი არის მის ეკრანზე განლაგებული მნათი წერტილების რაოდენობა, ანუ პიქსელების (Pixel) რაოდენობა. რაც მეტია წერტილები, მით მეტია გამოსახულების ხარისხი.
ტექნოლოგიურად მონიტორები შეიძლება იყოს ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე (დღეისათვის მოძველებულია), თხევად კრისტალებზე ანუ LCD-მონიტორები, ან პლაზმური მონიტორები. უკანასკნელი შედარებით უფრო ძვირი ღირს.
კლავიატურა - არის ტექსტური ინფორმაციის შეტანის მოწყობილობა. მისი მეშვეობით ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია კომპიუტერს მივცეთ ბრძანებები, მაგრამ ამ მიზნით დღეისათვის უფრო ხშირად გამოიყენება მაუსი. ის ბევრად უფრო მოსახერხებელია. კლავიატურაზე ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სახის კლავიშები:
1 . ფუნქციონალური
(F1,F2 F3,…F12)
2. ალფაბიტურ _ ციფრული (მათი საშუალებით ხდება ტერქსტის შეყვანა)
3. სპეციალური დანიშნულების კლავიშები (რომლებიც სხვადასხვა
კლავიშებთან კომბინირებით სხვადასხვა ბრძანებებს ასრულებენ)
4. მაუსის გადასაადგილებელი კლავიშები (ისრიანი კლავიშები)
მაუსი – არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერს მივცეთ სხვადასხვა ბრძანებები. მაუსს გააჩნია ორი ძირითადი ღილაკი მარცხენა და მარჟვენა. მარცხენა ღილაკი არის ძირითადი, მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ობიექტების მონიშვნა და გახსნა. მარჯვენა ღილაკზე დაჭერის დრის გამოდის კონტექსტური მენიუ რომელშიც არის ძირითადი ბრძანებების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ობიექტებთან მუშაობის დროს. მონიტორის ეკრანზე განლაგებულია მაუსის კურსორი რომელიც გადაადგილდება მაუსთან ერთად.
მუდმივი კვების წყარო (UPS) – მისი საშუალებით კომპიუტერს მიეწოდება სტაბილური დენი, ხოლო დენის წასვლის შემთხვევაში ის რამოდენიმე წუთის განმავლობაში ინარჩუნებს დენს. ეს დრო საკმარისია იმისათვის რომ ჩვენ დავამთავროთ მუშაობა და გავთიშოთ კომპიუტერი.
მოდემი – არის მოწობილობა რომლის დახმარებით შეგვიძლია ინფორმაციის გაცვლა სხვა კომპიუტერებთან კავშირის არხის საშუალებით. მისი ძირითადი მახასიათებელია მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, რომელიც იზომება კილობიტ/წამებში. მოდემი არსებობს სხვადასხვა სახის:
• ტელეფონის ხაზის მოდემები
• xDSL-მოდემები
• კაბელური მოდემები
• ISDN-მოდემები
• რადიომოდემები
• თანამგზავრული მოდემები
პრინტერი – გამოიყენება ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის ამოსაბეჭდად (დოკუმენტები, ნახაზები, ნახატები, სურათები). ის შეიძლება იყოს შავთეთრი ან ფერადი. შავთეთრი პრინტერი ძირითადად გამოიყენება ოფისის დოკუმენტების, ხოლო ფერადი სურათების საბეჭდად.
პრინტერი შეიძლება იყოს ჭავლური ან ლაზერული ან მატრიცული.
• ჭავლური პრინტერები ყველაზე პოპულარულია დღეისათვის. მისი გამოყენება სახლის პირობებში ყველაზე მოსახერხებელია. ის გვეძლევს საშუალებას ვბეჭდოთ როგორც შავ-თეთრი დოკუმენტები, ასევე ფერადი ფოტოსურათები. თუ გამოვიყენებთ სპეციალურ ფოტოქაღალდს, სურათების ხარისხი საკმაოდ მაღალი გამოდის.
• თუ ჩვენ პრინტერი გვჭირდება მხოლოდ შავ-თეთრი დოკუმენტების საბეჭდად, მაშინ უფრო ეკონომიურია შავ-თეთრი ლაზერული პრინტერის გამოყენება. მისი ბეჭდვის ხარისხი და სისწრეფე უკეთესია ჭავლურზე, მაგრამ ფერადი ლაზერული ზალიან ძვირადღირებულია.
• მატრიცულ პრინტერს დღეს იშვიათად შევხვდებით. ის ძირითადად გამოიყენებოდა შავ-თეთრი ბლანკების საბეჭდად. მისი უარყოფითი მხარეა ბეჭდვის დაბალი ხარისხი და სისწრეფე. დადებითი – ეკონომიურობა. ასევე ქაღალდის ხარისხის მიმართ ნაკლები პრეტენზიულობა.
სკანერი – არის მოწყობილობა რომლის საშუალებით შეგვიძლია გრაპიკული და ტექსური ინფორმაციის შეყვანა კომპიუტერში.
ვიდეოთვალი –
გვაძლევს საშუალებას ჩავწეროთ ვიდეოკადრები კომპიუტერში, აგრეთვე ინტერნეტში ვიდეოკონფერენციებისა და ვიდეოკავშირების ჩასატარებლად.
დინამიკების საშუალებით შეგვიძლია მოვისმინოთ მუსიკა, რომელიც ჩაწერილია კომპიუტერში ან დისკზე.
მხმის ჩასაწერად გამოიყენება მიკროფონი, რომელიც ასევე შეგვიძლია მივაერთოდ სისტემურ ბლოკთან.
არსებობს სხვა მოწყობილობებიც, მაგრამ ისინი პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება.
იმისათვის, რომ ადვილად მივაგნოთ კომპიუტერში ჩაწერილ ინფორმაციას, ანუ სხვადასხვა ტიპის ფაილებს, ხშირად გვიწევს მათი დაჯგუფება. ერთი ტიპის ფაილებს ხშირად ჩაწერენ ერთიდაიმავე ფოლდერში, რომელსაც შესაბამის სახელს მიანიჭებენ. ფოლდერი (Folder) ინგლისური სიტყვაა და ქართულად საქაღალდეს ნიშნაცს. სხვაგვარად კიდევ მას პაპკას (Папка) უწოდებენ. მაგალითისათვის, თუ ჩვენ კომპიუტერში გვაქვს ჩაწერილი სხვადასხვა სტილის მუსიკალური კომპოზიციები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ფოლდერი სახელწოდებოთ – MUSIC და ყველა მუსიკალური კომპოზიცია ჩავწეროთ ამ ფოლდერში. ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, რომ იმისათვის რომ მოვისმინოთ რომელიმე მათგანი, აუცილებლად უნდა შევიდეთ ამ ფოლდერში და ჩავრთოთ ჩვენთვის სასურველი სიმღერა. შესაბამისად კინოფილმები შეგვიძლია ჩავწეროთ ფოლდერში, რომელსაც დავარქმევთ Video-ს ან Kino-ს. და ასე შემდეგ.
v კომპიუტერის გამორთვა
v კომპიუტერის გადატვირთვა
v კომპიუტერის გადაყვანა ლოდინის რეჟიმში
v My Pictures
v My Music
v My Computer
III. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
კომპიუტერს არ შეუძლია იმუშაოს პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე (SoftWare). იმისათვის რომ ის ,,გაცოცხლდეს” საჭიროა სხვადასხვაგვარი პროგრამების ერთობლიობა. კომპიუტერისათვის
დაწერილია მრავალი პროგრამა, რომლებიც დანიშნულების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ნაწილად:
1. სისტემური პროგრამები
2. სამომხმარებლო (გამოყენებითი) პროგრამები ანუ დანართები
3. დაპროგრამების სისტემები
სისტემური უზრუნველყოფა შედგება ოპერაციული სისტემისა და კონტროლის და დიაგნოსტიკის საშუალებებისაგან.
ოპერაციული სისტემა შეადგენს კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველს.
ის არის პროგრამათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავების პროცესის მართვას და ამარტივებს მომხმარებლის ურთიერთობას კომპიუტერის აპარატულ ნაწილთან. ის აგრეთვე შეიცავს სისტემურ პროგრამებს: დრაივერებს, უტილიტებს და პროგრამულ გარსებს.
დრაივერები – არის პროგრამები რომლებიც უზრუნველყოფენ ოპერაციული სისტემისა და კომპიუტერის გარე მოწყობილობების ურთიერთქმედებას. (ეს მოწყობილობებია: პრინტერი, სკანერი, კლავიატურა, მაუსი, დისკმართველები და ა.შ.)
უტილიტები – ეს არის დამხმარე პროგრამები, რომლებიც აფართოებს ოპერაციული სისტების შესაძლებლობებს. (არქივატორები, რუსიფიკატორები, ანტივირუსული პროგრამები და ა.შ.)
კონტროლისა და დიაგნოსტიკის სისტემები – განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერის კომპონენტების მუშაობის შემოწმებისათვის. ის ავტომატურად გამოავლენს დაზიანებებს და აცნობებს ამის შესახებ მომხამრებელს.
დაპროგრამების ენა – ეს არის ხელოვნურად შექმნილი ენა, რომლებიც განკუთვნილია სვადასხვა სახის კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად. ისინი გამოიყენება მონაცემთა დამუშავების ალგორითმების აღსაწერად. დღესდღეობით მსოფლიოში 4000-ზე მეტი ენა არსებობს, მაგრამ მათგან ფართო გავრცელება რამოდენიმე გამოიყენება. ესენია C, C++, Pascal, Delphy, Visual Basic, Java..
კომპიუტერულ პროგრამებს – პროგრამისტები ქმნიან.
დაპროგრამების სისტემები – არის დაპროგრამების ენაათა და ტრანსლატორების ერთობლიობა. მათი საშუალებით შესაძლებელია როგორც სისტემური, ასევე გამოყენებითი პროგრამების შექმნა.
პროგრამა - ეს არის ბრძანებათა ერთობლიობა დაწერილი გარკვეული სინტაქსის ნორმების გათვალისწინებით. მისი საშუალებით იმართება კომპიუტერი.
პროგრამა იწერება სიმბოლურ ენაზე, რომელიც მიახლოებულია ინგლისურ ენასთან. მაგრამ იმისათვის რომ კომპიუტერმა ის აღიქვას, საჭიროა მისი თარგმნა მანქანურ კოდებში. ამისათვის გამოიყენება თრანსლატორები. ტრანსლატორს სომბოლურ ენაზე დაწერილი პროგრამა გადაჰყავს მანქანურ კოდში, რომელიც გასაგებია კომპიუტერისათვის.
ტრანსლატორები არსებობს ორი სახის: კომპილატორები და ინტერპრეტატორები.
გამოყენებითი (სამომხმარებლო) პროგრამები – არის ისეთი პროგრამები რომლებიც შექმნილია სპეციალურად კომპიუტერის მომხმარებლებისათვის. ისინი გვეხმარება ჩვენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის ადვილად დამუშავებისათვის.
IV.ფაილები და ფოლდერები
როგორც ვიცით, ინფორმაცია იზომება ბიტებში და ბაიტებში. მაგრამ, როგორც წესი, კომპიუტერთან მუშაობის დროს, ინფორმაციის უმცირესი ერთეული, რომელთანაც ჩვენ გვექნება შეხება – ფაილი ეწოდება. ფაილის და ფოლდერის ცნება ერთ-ერთი მთავარია ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში.
ფაილი არის იფორმაციის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც გააჩნია სახელი, ზომა და მისამართი, რომელიც განსაზღვრავს მის მდებარეობას ფიზიკურ დისკზე. კომპიუტერში არსებული მთელი ინფორმაცია ინახება ფაილებში. ფაილებში ინახება როგორ სისტემური და სამომხმარებლო პროგრამები(ოპერაციული სისტემა, დრაივერები, უტილიტები, ტექსტური რედაქტორები და სხვა საოფისე პროგრამები, თამაშები), ასევე ამ პროგრამებში შექმნილი დოკუმენტები. ფაილები ინახება კომპიუტერის ვინჩესტერზე ან ინფორმაციის სხვა ნებისმიერ მატარებელზე(ლაზერული დისკი, მაგნიტური დისკეტა, ფლეშ-მეხსიერება და სხვა). ნებისმიერ ფაილს გააჩნია სახელი, რომლის გარეშედაც შეუძლებელი იქნებოდა მისი მოძებნა. ფაილის სახელი შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან წერტილით არის გამოყოფილი. პირველი ნაწილია სახელდობრ ფაილის სახელი, ხოლო მეორე – ფაილის გაფართოება. ფაილის მეორე ნაწილი შესაძლებელია საერთოდ არ ჩანდეს. ფაილის სახელი შეიძლება შეიცავდეს ციფრებს, ლათინურ და რუსულ ასოებს და სხვა სიმბოლოებს გარდა შემდეგი ნიშნებისა ?, :, *, /, \, |, <, > დიდ და პატარა ასოებს ოპერაციული სისტემა ერთნაირად აღიქვამს. ე.ი. სახელი
MyPhoto.jpg და myphoto.jpg ერთიდაიგივე ფაილის სახელია. ფაილის გაფართოვება მიანიშნებს ამ ფაილის ტიპს. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ტიპის ფაილების გაფართოვებები:
.doc, .txt, .xls– ტექსტური ფაილები და დოკუმენტები
.jpg, .bmp, .gif, .ico – გრაფიკული(სურათები და ნახატები) ფაილები
.wav, .mp3, .wma, .mid – აუდიოფაილები
.mpg, dat, .avi, mov, .vob, .wmv , .asf, .divX, .3gp– ვიდეოფაილები
.htm – ინტერნეტ გვერდები
.com, .sys, .exe – სისტემური და შესრულებადი ფაილები
V. ოპერაციული სისტემა WINDOWS – ის სამუშაო გარემო
სამუშაო მაგიდა:
ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის შემდეგ მონიტორის ეკრანზე ჩვენ დავინახავთ ეგრეთ წოდებულ სამუშაო მაგიდას (Desktop). ის შედგაბა შემდეგი ნაწილებისაგან:
სამუშაო მაგიდა (Windows XP) |
• ფონი ან ფონური ნახატი
• სისტემური პიქტოგრამები და სამომხმარებლო პროგრამების იარლიყები
• Windows – ის მთავარი მენიუ Start-ი
• სწრაფი გაშვების პანელი
• დავალებათა ზოლი
• მდგომარეობის ზოლი
ფონური ნახატი არის ის ნახატი რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეკრანზე ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის შემდეგ.
ჩვენ ის შეგვიძლია ვცვალოთ ჩვენი გემოვნების მიხედვით.
სისტემური პიქტოგრამები – იარლიყებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მომხმარებელი განალაგებს სამუშაო მაგიდაზე თავისი საჭიროების მიხედვით. სისტემური ნიშნები განლაგდება სამუშაო მაგიდაზე საოპერაციო სისტემის დაყენების შემდეგ ავტომატურად.
იარლიყების საშუალებით შეგვიძლია გამოვიძახოთ (მასზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაწკაპუნებით) სხვადასხვა სისტემური ან სამომხმარებლო პროგრამა. იშვიათად სამუშაო მაგიდაზე იშვიათად შეიძლება განლაგებული იყოს ფაილები ან ფოლდერები.
მთავარი მენიუს საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ სხვადასხვა პროგრამა, დავათვალიეროთ ან მოვძებნოთ კომიუტერში მყოფი ინფორმაცია და მრავალი სხვა.
სწრაფი გაშვების პანელში ასევე მოთავსებულია სხვადასხვა პროგრამების იარლიყები, რომლებიც შეიძლება იყოს ან არა სამუშაო მაგიდაზე.
დავალებათა ზოლში ჩაკეცილია ის პროგრამები რომლებიც გაშვებულია ჩვენს მიერ. ანუ რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ მოცემულ მომენტში.
მდგომარეობის ზოლი გვიჩვენებს კომპიუტერში მიმდინარე პროცესებს და მის მდგომარეობას მოცემულ მომენტში. მისი ძირითადი ელემენტებია: სისტემური საათი, რომლის მაჩვენებელზე ორჯერ დაწკაპუნებით გამოდის ფანჯარა რომელშიც ასახულია ზუსტი დრო და კალენდარი. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ის.
აქვე მოთავსებულია ენების გადამრთველი. თუ ჩვენ კომპიუტერზე დაყენებული გვაქვს რამოდენიმე ენა (მაგ. ინგლისური და რუსული) მისი საშუალებით შეგვიძლია ვცვალოთ ისინი. ასევე აქ არის ხმის მარეგულირებლის ნიშანიც. მისი საშუალებით შეგვიძლია ხმის აწევ-დაწევა, და სხვა.
My Comuter (Мой Компьютер) – არის მთავარი სისტემური პიქტოგრამა, რომელიც განლაგებულია სამუშაო მაგიდაზე(ზოგჯერ მენიუში). მისი დახმარებით ჩვენ ადვილად შეგვიძლია ამოვიკითხოდ კომპიუტერში ჩაწერილი ნებისმიერი ინფორმაცია. იქნება ის ჩაწერილი კომპიუტერის ძირითად მეხსიერებაში, თუ ინფორმაციის სხვა რომელიმე მატარებელზე (კომპაკტ-დისკი, ფლოპი-დისკი, ფლაშ-მეხსიერება და სხვა). მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ,,ვიმოგზაუროთ” კომპიუტერის მეხსიერებაში, რასაც ნავიგაცია ეწოდება.
Recycle Bin (Корзина) – მასში დროებით ინახება ის ფაილები, რომლებიც ჩვენ ამოვშალეთ კომპიუტერის მეხსიერებიდან. მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ეს ფაილები, ანუ დავაბრუნოთ თავის პირვანდელ მისამართზე.
იმისათვის, რომ აღვადგინოთ სანაგვე ყუთში მყოფი ფაილი, უნდა დავაწკაპუნოთ ბრძანებაზე რესტორე.
VI. ფანჯრები და მათი მართვა
სისტემა Windows-სათვის შექმნილი ყველა პროგრამა იხსნება მართკუთხა ჩარჩოში, რომელსაც პირობითად ფანჯრებს ვუწოდებთ. პრაქტიკულად ყველა ფანჯარას გააჩნია შემდეგი ელემენტები:
- სათაურის ზოლი
- მენიუს ზოლი
- ხელსაწყოთა ზოლი
- სამისამართო ზოლი
- სამუშაო არე
- ფანჯრის ჩარჩო ანუ საზღვრები
სათაურის ზოლში – მოცემულია იმ პროგრამის ან ობიექტის სახელი რომელიც გვაქვს გახსნილი. მის მარჯვენა კიდეში განლაგებულია სამი პატარა ღილაკი. პირველის დახმარებით ხდება ფანჯრის ჩახურვა დავალებათა ზოლში. მეორე – შლის ფანჯარას მთელს ეკრანზე, ხოლო მეორედ დაწკაპუნებით აბრუნებს საწყის მდგომარეობაში. მესამე ღილაკის საშუალებით ხდება მოცემული ფანჯრის დახურვა.
მენიუს ზოლში – განლაგებულია სხვადასხვა პუნქტები. ამ პუნქტებში კი სხადასხვა ბრძანებები. ის ძირითადი ბრძანებები, რომელთაც ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ განლაგებულია ხელსაწყოთა ზოლში.
სამისამართო ზოლი – გვიჩვენებს იმ ობიექტის ადგილმდებარეობას ანუ მისამართს კომპიუტერში, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ მოცემულ მომენტში. მაგალითისათვის თუ სამისამართო ზოლში ჩაწერილია:
D:\Music\anastasia.mps
ეს ნიშნავს, რომ აუდიოფაილი Anastacia.mp3 განლაგებულია ვიჩესტერის D დისკზე Music ფოლდერში. აქედანვე ჩვენ შეგვიძლია ერთი დისკიდან მეორეზე სწრაფად გადასვლა.
სამუშაო არე ეს არის ფანჯრის ჩარჩოში მოქცეული თეთრი არე, რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა ობიექტები.
ფანჯარას გააჩნია თავისი საზღვრები – ვერტიკალური და ჰორიზონტალური, რომლებიც ჩვენ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ვცვალოთ.
VII. Windows-ის მთავარი მენიუ Start–ის ბრძანებები
მენიუ Start-ის ქვემო ნაწილში განლაგებულია ბრძანება Shut Down
(Выкльючение). მისი საშუალებით ხდება კომპიუტერის გამორთვა. მენიუში მისი არჩევის შემდეგ გამოდის მოდალური ფანჯარა, რომელშიც მოცემულია სამი ბრძანება.
v კომპიუტერის გადატვირთვა
v კომპიუტერის გადაყვანა ლოდინის რეჟიმში
მენიუს მარცხენა მარცხენა ნაწილში განლაგებულია იმ პროგრამის გამშვები იარლიყები,
რომელთაც ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ.
თუ ჩვენ გვინდა დავათვალიეროთ კომპიუტერში
ინსტალირებული ყველა პროგრამა, უნდა დავაწკაპუნოთ პუნქტზე: Programms (Все
программы)
აქ არის განლაგებული ყველა პროგრამა, რომელიცკომპიუტერზე არის დაყენებული.
მარჯვენა მხარეს განლაგებულია ბრზანებები,
რომლებიც გვაძლევენ საშუალებას გავხსნათ
შემდეგი სისტემური ფოლდერები:
v My Documents
(Мои документы)
(Мои рисунки)
(Моя музыка)
(Мой компьютер)
v
My Recent Documents
(Недавние Документы)
ამ ფოლდერში სახელები თავად მიგვინიშნებენ მათ შიგთავსზე.
მაგალითად საქაღალდე MyDocuments-ში განლაგებულია მომხმარებლის დოკუმენტები, ხოლო My Music საქაღალდეში შესაბამისად მუსიკა.
ამას გარდა მენიუს მარჯვენა ნაწილში განლაგებულია შემდეგი პუნქტები:
Control Panel (Панель управления) – მენიუს ამ პუნქტის საშუალებით შეგვიძლია ვცვალოთ კომპიუიტერის აპარატული და პროგრამული ნაწილების კონფიგურაცია. ამ პუნქტს ჩვენ მოგვიანებით გავეცნობით.
Help and Support (Справка и поддержка) – ეს ბრძანება საშუალებას გვაძლევს დიდი რაოდენობის ინფორმაცია მოვიძიოთ.
Search (Поиск) – ამ ბრძანების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძებნა ჩვენს კომპიუტერში, ან ლოკალურ ქსელში(რა თქმა უნდა, თუ ჩვენი კომპიუტერი მიის შემადგენელი არის).
Run (Выполнить) – ამ ბრძანების მიცემის შედეგად ეკრანზე გამოიყვანება ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი პროგრამის სახელის ჩაწერა, რის შედეგად ეს პროგრამა გაეშვება.
Log off (Выход из системы) – ჩვენ ვიცით, რომ Windows-ი არის მრავალმომხმარებლიანი ოპერაციული სისტემა, ე.ი. ერთ კოპიუტერს შეიძლება ყავდეს რამოდენიმე მომხმარებელი. ამ ბრძანების საშუალებით შეგვიძლია ერთი მომხმარებლის სამუშაო სეანსის დამთავრება და მეორეზე გადართვა.
VIII. ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა
Windows-ში მუშაობის დროს ჩვენ მოგვიწევს ობიექტებზე სხავადასხვა ოპერაციების შესრულება, როგორიცაა: მონიშვნა, გახსნა, ობიექტის შექმნა, სახელის დარქმევა, კოპირება, გადატანა, და სხვა. განვიხილოთ ეს ოპერაციები ცალცალკე.
ობიექტის მონიშვნა და გახსნა
ობიექტის მონიშვნა ანუ გამოყოფა სხვა ობიექტებიდან სამუშაო მაგიდაზე ან გახსნილ ფანჯარაში ხდება მასზე მაუსის მარცხენა ღილაკის ერთხელ დაწკაპუნებით.
თუ რამოდენიმე ობიექტის ერთდროულად მონიშვნა გვესაჭიროება, მაშინ უნდა გამოვიყენოთ კლავიატურაზე მდებარე Ctrl - კლავიში. უნდა დავაჭიროთ მასზე და თითის აუშვებლად მაუსის დახმარებით მოვნიშნოთ საჭირო ობიექტები. თუ გვესაჭიროება მეზობელი ობიექტების მონიშვნა მაშინ ფანჯრის კუთხეში რომელშიც მდებარეობს პირველი მოსანიშნი ობიექტი დავაჭერთ მაუსის მარცხენა ღილაკს და თითის აუშვებლად გადავატატებთ მაუსის კურსორს მოსანიშნ ობიექტებზე, რის შემდეგაც ავუშვებთ თითს მაუსის მარცხენა ღილაკს. მონიშნული ობიექტი მუქი ფერისაა სხვებთან შედარებით.
საქაღალდის ან დოკუმენტის გახსნისათვის საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკის დახმარებით ორჯერ სწრაფად დავაწკაპუნოთ ამ ობიექტზე, ან დავაწკაპუნოთ ობიექტზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ მენიუში (რომელიც ამ მოქმედების შედეგათ გამოვა) ავირჩიოთ პუნქტი Open
(Открыть). კომპიუტერული პროგრამების გაშვება ასევე ხდება – მაუსის მარცხენა ღილაკით მათ იარლიყზე ორჯერ დაწკაპუნებით.
ახალი საქაღალდის (ფოლდერის) შექმნა და სახელის დარქმევა
კომპიუტერზე მუშაობის დროს დამამახსოვრებელ მოწყობილობებში გროვდება უამრავი ფაილი. იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს მათთან მუშაობა, მათ ინახავენ საქაღალდეებში. მაგალითად ვიდეოფაილები შეგვიძლია განვათავსოთ ერთ საქაღალდეში, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ Videos ან Movies. თამაშები ასევე შეგვიძლია შევინახოთ ერთ საქაღალდეში და მას შესაბამისად შეგვიძლია დავარქვათ Tamashebi ან Games და ასე შემდეგ.
ახალი საქაღალდის შესაქმნელად სამუშაო მაგიდაზე საკმაოდ ადვილია. ამისათვის ცარიელ ადგილზე დავაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, რის შედეგადაც გამოვა კონტექსტური მენიუ. მასში ავირჩევთ შესაბამის ბრძანებას:
New> Folder (Новая> Папка)
როდესაც მაუსის პიონტერს (მაჩვენებელს) მიმიყვანთ ბრზანება New-ზე გამოვა ქვემენიუ, რომელშიც ავირჩევთ პუნქტს Folder. ამის შემდეგ სამუშაო მაგიდაზე გამოჩნდება ახალი საქაღალდე სახელით New Folder . თუ ჩვენ გვინდა სხვა სახელი დავარქვათ ის უნდა შევიყმანოთ კლავიატურის დახმარებით. თუ გვინდა უკვე არსებულ საქაღალდეს სახელი გადავარქვათ, ამისათვის მოვნიშნავთ მას ანუ დავაწკაპუნებთ მასზე მაუსის მარცხენა ღილაკს, შემდეგ იგივე მარცხენა ღილაკს დავაწკაპუნებთ თვით ამ ფოლდერის სახელზე. რის შედეგად გამოჩნდება მოციმციმე კურსორი. ამის შემდეგ შეგვყავს კლავიატურის დახმარებით ახალი სახელი.
თუ გვინდა ახალი საქაღალდე უკვე არსებული სხვა საქაღალდეში შევქმნათ ამისათვის უნდა გავხსნათ შესაბამისი საქაღალდე შევიდეთ File მენიუში და ავირჩიოთ პუნქტი:
New->Folder (Новая->Папка)
ან საქაღალდის ფანჯრის სამუშაო არის ცარიელ ადგილზე დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და ავირჩიოთ კონტექსტური მენიუს იგივე ბრძანებები რაც წინა შემთხვევაში
გავაკეთეთ.
ობიექტების გადატანა და კოპირება
თუ ჩვენ გვესაჭიროება ობიექტის (ფაილის ან ფოლდერის) კოპირება ან გადატანა ვიქცევით შემდეგნაირად: ჯერ უნდა გავხსნათ ის ფანჯარა რომელშიც არის განლაგებული საჭირო ობიექტი, უნდა მოვნიშნოთ ის მაუსის მარცხენა ღილაკის ერთი დაწკაპუნებით. ამის შემდეგ შევდივართ მენიუ Edit-ში და ვირჩევთ შესაბამის ბრძანებას Copy - თუ გვჭირდება საქაღალდის კოპირება და Remove - თუ გვინდა ობიექტის გადატანა. შემდეგ უნდა გავხსნათ დანიშნულების საქაღალდე, ანუ ის საქაღალდე რომელშიც გვინდა ობიექტის კოპირება ან გადატანა. ამის შემდეგ შევდივართ ამ ფანჯრის Edit - მენიუში და ვირჩევთ ბრძანებას -
Paste. იგივე ბრძანებების არჩევა შეიძლება ობიექტის კონტექსტურ მენიუში, მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია. კლავიატურის დახმერებითაც შეიძლება იგივე ბრძანებების შესრულება, თუ გამოვიყენებთ შემდეგ კომბინაციებს:
Ctrl + X --- მონიშნული ობიექტის ამოჭრა
Ctrl + C --- მონიშნული ობიექტის კოპირება
Ctrl + V --- მონიშნული ობიექტის ჩასმა
ფანჯარაში ყველა
ობიექტის მოსანიშნად გამოიყენება კლავიშთა
შემდეგი კომბინაცია: Ctrl + A
ობიექტის წაშლა
ობიექტის წასაშლელადაც არსებობს რამოდენიმე ვარიანტი:
1) მოვნიშნოთ ობიექტი
და კლავიატურაზე დავაჭიროთ კლავიშს
– Delete და
შემდეგ Enter-ს.
2) შეგვიძლია ობიექტზე
დავაწკაპუნოთ მარჯვენა
ღილაკით და
კონტექსტურ მენიუში
ავირჩიოთ შესაბამისი - Delete ბრძანება.
3) მოვნიშნოთ ობიექტი,
გავხსნათ მენიუ -
File
და ავირჩიოთ
ბრძანება - Delete.
სამივე შემთხვევაში Delete ბრძანების
მიცემის შემდეგ
გამოდის მოდალური
ფანჯარა, რომელიც
გვთხოვს ბრძანების
დადასტურებას. ამისათვის
უნდა დავაწკაპუნოთ – Yes ღილაკზე, ან
კლავიატურაძე დავაჭიროთ - Enter ღილაკს. თუ გვინდა ბრძანების
უარყოფა, ამ
შემთხვევაში კლავიატურაზე დავაჭერთ - Esc ღილაკს, ან
მაუსით დავაწკაპუნებთ - No ღილაკზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий